ესპანეთის პოლიციამ 331 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკების ღირებულება 120 მილიონ ევროს შეადგენს. ეს ესპანეთში ამოღებული ჰეროინის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტიაა. ნარკოტიკი ცემენტის ტომრებში იყო დამალული.