ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დარჩება და ეს საკითხი სამუდამოდ დახურულია. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. "ჩვენ ვსაუბრობთ ყირიმის ხალხის თავისუფალ, დემოკრატიულ ნებაზე. მათ არჩევანი მშვიდობისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ გააკეთეს. თვითგამორკვევის უფლების რეალიზაციის ეს ფორმა იყო ერთადერთი შესაძლო გზა, რათა დაგვეცვა ეს ხალხი უკრაინის ეროვნულ-რადიკალური ელემენტებისგან,"- აღნიშნა რუსეთის პირველმა დიპლომატმა.