საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა კიევში საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პეტრე პოროშენკომ მისი ციხეში ჩასმის ბრძანება ქვეყნის მთავარ პროკურორს მისცა.
იურისტ მიკოლა ნიდილკოს შეფასებით, სააკაშვილის პრესკონფერენციიდან გაირკვა, რომ პოროშენკო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს იმისთვის, რომ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკური არენას ჩამოაშოროს.
„ეს პრეზიდენტის და კონკრეტული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა. სამწუხაროდ, ამის შესაჩერებლად უკრაინაში არ გვაქვს მკაფიო სამართლებრივი მექანიზმი. ამიტომაც ხელისუფლების განუკითხაობის შეჩერების ერთად ერთი გზა მშვიდობიანი პროტესტია. მიხეილ სააკაშვილის დაკავება საწყისშივე უკანონო იქნება. ეს არა მხოლოდ უკრაინის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, არამედ იქნება საერთაშორისო სამართლის დარღვევა, რადგან არც გენერალურ პროკურატურას და არც უსაფრთხოების სამსახურს არ აქვს უფლება, ებრძოლოს მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტს,“- განაცხადა ,,რუსთავი 2“ - თან მიკოლა ნიდილკომ.