მექსიკის ქალაქ გვადალახარაში ადამიანების მოჭრილი თავებით სავსე მაცივები იპოვეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. ერთ-ერთი მაცივარი, რომელშიც 2 თავი იყო, ტელეარხ Televisa Guadalajara-ს შენობასთან იდგა. მასში თავებთან ერთად მუქარის წერილები იდო. ბოროტმოქმედები მუქარას ადგილობრივ მოსამართლეს და პოლიცის უფროსს უთვლიან. ორივე წერილი ნარკოკარტელ „ხალისკოს“ სახელითაა დაწერილი, რომელიც გვადალახარას აკონტროლებს.