იტალიაში ე.წ. აფხაზეთის წარმომადგენლობა გაიხსნა. ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიში საგანგებო შეხვედრები დეფაქტო მინისტრის მოადგილემ კან ტანიამ გამართა. საუბარი აფხაზეთის სტატუსს, ტურიზმისა და ეკონომიკის საკითხებს შეეხო. პრესკონფერენციაზე მხარეებმა იტალიაში ე.წ. აფხაზეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის რეგისტრაციის შესახებ განაცხადეს. ამასთან, ტანია აღნიშნავს, რომ წარმომადგენლობას დიპლომატიური მისია ვერ ექნება, რადგანაც იტალია აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. მისი თქმით, წარმომადგენლობის მთავარი ფუნქცია აფხაზეთის მოქალაქეების დაცვა იქნება, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.