ავსტრალიაში პირველად დაუჭირეს მხარი ევთანაზიის კანონის მიღებას. მძიმე ავადმყოფებისთვის ევთანაზიის გამოყენებას ვიქტორიას შტატში შეძლებენ. კანონმდებელბი ელიან, რომ ანალოგიური სამართლებრივი ნორმის მიღება სხვა შტატებშიც მოხდება. ახალი კანონი ძალაში 2019 წლის ივნისში შევა. ევთანაზია ლეგალიზებულია კანადაში, ჰოლანდიაში, შვეიცარაისა და ამერიკის რამდენიმე შტატში.