მონტენეგროს ოპოზიუციური პარტიის"დემოკრატიული ფრონტის" წევრებმა, რომლებსაც სახელმწიფო გადატრიალებაში ედებათ ბრალი, განაცხადეს, რომ საქმეში ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც ფიგურირებს. პარტიის წარმოამდგენლების, მილან კნაჟევიჩისა და ანდრია მანდიჩის მტკიცებით, კადიროვი მონტენეგროს მუსლიმ მცხოვრებლებს "დემოკრატიუილი ფრონტის" მხარდასაჭერად აგიტაციას უწევდა. მონტენეგროში სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით საქმე 2016 წელს აღძრეს. გამოძიების ვერსიით, სერბ და მონტენეგროელ ნაციონალისტებს არჩევნების დღეს პარლამენტის შენობის ხელში ჩაგდება სურდათ, რის შემდეგაც პრორუსული "დემოკრატიული ფრონტის" გამარჯვების აღიარებას მოითხოვდნენ.