საუდის არაბეთში დაკავებული პრინცების გათავისუფლება დაიწყეს. ერთ-ერთი პირველი, ვინც საპატიმრო დატოვა, მუთაიბ ალ საუდი იყო, რომელმაც გირაოს სახით მილიარდი დოლარი გადაიხადა. ეროვნული გვარდიის ყოფილ მინისტრი კორუფციის ბრალდებით იყო დაკავებული. ამავე ბრალდებით საუდის არაბეთში 5 ნოემბერს კიდევ 10 პრინცი და ათობით მაღალჩინოსანი დააკავეს.