უზბეკი ტერორისტი საიფულო საიპოვი, რომელსაც ბრალად ნიუ იორკში მასშტაბური ტერორისტული აქტის მოწყობა ედება, დანაშაულს არ აღიარებს. სასამართლო პროცესზე მან წაყენებული ყველა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ უდანაშაულოა. მანამდე საიპოვმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ ტერაქტი „დაეშის“ სააგიტაციო რგოლების გავლენით მოაწყო, თუმცა მოგვიანებით ჩვენება შეცვალა. 29 წლის უზბეკმა ტერაქტი მანჰეტენზე 31 ოქტომბერს მოაწყო. ხალხის მასაში ის პიკაპით შეიჭრა, რასაც 8 ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა.