2017 წელს ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებამდე მიღწევის მცდელობისას დაღუპულთა რიცხვმა 3000-ს გადააჭარბა. საგანგაშო სტატისტიკას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს. ამავე მონაცემებით, ყოველდღიურად ზღვაში საშუალოდ 10 ადამიანი იღუპება. სულ მიმდინარე წელს ევროპაში ხმელთაშუა ზღვის გავლით 163 979 მიგრანტი ჩავიდა.