ფხენიანი აცხადებს, რომ ბირთვული ძალების შექმნა დაასრულა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის თქმით, კონტინენტაშორისი ბალისტიკური რაკეტა უკვე სრულყოფილია და მას შეერთებული შტატების ტერიტორიამდე მიღწევა შეუძლია. მორიგი ბალისტიკური რაკეტა ჩრდილოეთ კორეამ გვიან ღამით გამოსცადა. ხვანსონ 15-მა ათასი კილომეტრი იფრინა და იაპონიის ზღვაში ჩავარდა.