ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა. აშშ თავდაცვის მიდვნის თქმით, ფხენიანის მიერ გაშვებული რაკეტა წინა რაკეტებთან შედარებით ყველაზე მაღლა აფრინდა. პენტაგონში აცხადებენ, რომ რაკეტამ დაახლოებით 1000 კილომეტრი იფრინა და იაპონიის ზღვაში ჩავარდა. რაკეტა 4500 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდა.