„მანჰეტენის ცათამბრჯენები“- ასე ჰქვია აშშ პრეზიდენტის ნახატს , რომელიც დალასში აუქციონზე გამოფინეს. ღონისძიების ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ 2005 წელს დონალდ ტრამპის მიერ მარკერით შესრულებული ნახატი 8500 დოლარად გაიყიდება. შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება. ტრამპის ნამუშევარის გარდა აუქციონზე გაიტანეს ექსპრეზიდენტ ჯონ კენედის დაგეროტიპი და ჯონი ადამსის საყვირი.