მოძრაობა „ჰეზბოლა“ ირანის დახმარებით მეზობელი ქვეყნების შიდა საქმეებში ერევა. ამის შესახებ ლიბანის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. საად ჰარირიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გადადგომას არ აპირებს და ქვეყანაში სტაბილურობის მისარწევად იბრძოლებს. ჰარირი სამშობლოში გასულ კვირას დაბრუნდა. მანამდე, საუდის არაბეთში ვიზიტისას მან გადადგომის შესახებ მოულოდნელი განცხადება გააკეთა. როგორც ლიბანის პრემიერმა განაცხადა, მასზე თავდასხმა იგეგმებოდა.