ესპანეთის სახელმწიფოს კატალონია არასდროს გაუძარცვავს. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ კატალონიაში კანონიერება აღვადგინეთ, არჩევნები დავნიშნეთ და რეგიონის ადმინისტრაცია დღეს უკვე ნორმალურად ფუნქციონირებს. ისინი ამბობდნენ, რომ კატალონიას ესპანეთი ძარცვავდა, რაც სიცრუეა“, - განაცხადა მარიანო რახოიმ.