რომის პაპი მიანმარში ჩავიდა. ფრანცისკე პირველი დეფაქტო ლიდერს, უნ სან სუ ჩის შეხვდება. მხარეები ქვეყანაში შექმნილ ვითარებას განიხილავენ. მიანმარში სიტუაცია 25 აგვისტოს დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მუსლიმებმა პოლიციისა და არმიის საგუშაგოებზე მოაწყვეს თავდასხმები. პასუხად, ხელისუფლებამ რაკჰაინის რაიონში მასობრივი რეიდები მოაწყო, რასაც ასობით მუსლიმი როჰინჯა ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი ბანგლადეშში გაიქცა.