იაპონიის სანაპიროებთან 8 ადამიანის ცხედარი იპოვნეს. ცხედრები პოლიციამ ოგას პრეფექტურაში ხის ნავში აღმოაჩინა. გვამები საიდენტიფიკაციოდ ადგილობრივ პროზექტურაში გადაიტანეს. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ნავი ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიული წყლებიდან დინებამ გამორიყა.