ესპანეთში ღამის კლუბის იატაკი ჩაინგრა. ინციდენტი კუნძულ ტენერიფეზე გეი-კლუბშუი კლუბში მოხდა. შედეგად, 40-მდე ადამიანი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთა შორის საფრანგეთის, ბრიტანეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის მოქალაქეებიც არიან. რა გახდა კოლაფსის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.