მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა რუმინეთში. მოსახელობა ქუჩში მმათველი კოალიციის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდა, რაც მართლმსაჯულებისა და საგადასახადო სისტემის რეფორმას გულისხმობს.
დემონსტრანტებმა მთავრობისა და პარლამენტის ორივე პალატის სპიკერების გადადგომა მოითოვეს. აქცია მთავრობის სახლთან დაიწყო. მოგვიანებით მომიტინგეებმა პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. მსვლელობა ინციდენტების გარეშე დასრულდა.