გერმანიაში მსუბუქი მანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. შედეგად 6 ადამიანიდაშავდა. მათგან ერთი ჰოსპიტალიზებულია. ინციდენტი ქვემო საქსონიაში მოხდა. სამართალდამცველების ცნობით, მანქანას 29 წლის სირიელი მამაკაცი მართავდა. მძღოლი დაკავებულია. ის სავარაუდოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.