ეგვიპტეში მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. BBC-ის ინფორმაციით, გარდაცვლილია სულ მცირე 155 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 80-ს აღემატება. აფეთქება ჩრდილოეთ სინაიში პარასკევის ლოცვის დროს მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული პირებმა მეჩეთში მყოფებს ცეცხლიც გაუხსნეს. ერთ-ერთი ვერსიით, მათი სამიზნე მეჩეთში მყოფი თავდაცვის უწყების წარმომადგენლები იყვნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას აუღია.