პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი სეიმის სხდომაზე უხერხულ სიტუაციაში დააფიქსირეს. იაროსლავ კაჩინსკი საპარლამენტო განხილვაზე „კატებზე წიგნს“ კითხულობდა. გამოცემა Onet.pl. -ის ინფორმაციით, კაჩინსკი კითხვით იმ დროს იყო გართული, როდესაც კანონმდებლები სასამართლო სისტემის მნიშვნელოვან კანონპროექტს განიხილავდნენ.