ანკარის სასამართლომ თურქეთის იუსტიციის სამინისტროს მიმართა, ფეტულა გიულენთან კავშირში 45 პირის ექსტრადირების მოთხოვნით 22 ქვეყანაში მიმართვა გაიგზავნოს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ წერს.
ყველაზე მეტი პირის ექსტრადიციას ანკარა შეერთებული შტატებიდან ითხოვს, სადაც თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, გიულენის გარდა, მისი 14 თანამზრახველი იმყოფება.
ფეთულა გიულენს ანკარა 2016 წლის 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.