ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლუგანსკის დეფაქტო ლიდერი რუსეთში გაიქცა, საბოლოოდ დადასტურდა. იგორ პლოტნიცკი მოსკოვის აეროპორტში შენიშნეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, პლოტნიცკი მოსკოვში როსტოვიდან ეკონომკლასით ჩაფრინდა. აეროპორტის ტერიტორიიდან ის ავტობუსით გავიდა.
ლუგანსკის დატოვება პლოტნიცკის მას შემდეგ მოუხდა, რაც თანამდებობიდან გადაყენებული შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კორნეტი ბრძანებას არ დაემორჩილა და ამბოხი მოაწყო.