სროლას დაღესტანში მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 2 და დაშავებულია 6 ადამიანი. სამართალდამცველების თქმით, დაღუპულთა შორის ერთი ადგილობრივი დეპუტატია. როგორც თვითმხილველები იხსენებენ, კონფლიქტში მაღალჩინოსნების შვილები მონაწილეობდნენ. არაოფიციალური ვერსიით, დაპირისპირების მიზეზი ბიზნეს-ინტერესები გახდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.