განგაში კიევში. უკრაინის დედაქალაქის ერთ-ერთ ღამის კლუბში ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზად სამართალდამცველებმა აფეთქების საფრთხე დაასახელეს. კლუბში ბრიტანული ჯგუფის, “ ჰართსის" კონცერტი იყო დაგეგმილი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, პოლიციის განყოფილებაში ანონიმური ზარი შევიდა და სამართალდამცველებს კლუბში ბომბის შესახებ აცნობა. გამნაღმველებმა შენობაში ბომბი ვერ აღმოაჩინეს.