რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა სირიის ქალაქ დეირ ეზ ზორში რადიკალი ისლამისტების პოზიციებზე იერიშები მიიტანეს. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, იერიშების შედეგად განადგურებულია ტერორისტების სამხედრო ტექნიკა და იარაღის საწყობები. დაზუსტებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.