ავღანეთში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ჯელალაბადში მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 6 გარდაცვლილის და 8 დაშავებულის შესახებ. აფეთქება სავარაუდოდ თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.