უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ბრიუსელში გაემგზავრა. უკრაინის პრეზიდენტი ხვალ დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში ჩასვლას აღარ აპირებდა, რადგან მას სამიტამდე მომზადებული დეკლარაციის ტექსტი არ მოსწონს.