ლუგანსკის არაღიარებული სახალხო რესპუბლიკის ლიდერი იგორ პლოტნიცკი რუსეთში იმყოფება. ამის შესახებ გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ერთად ლუგანსკი ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალჩინოსანმაც დატოვა.
ე.წ. სახელმწიფო გადატრიალება ლუგანსკში თანამდებობიდან გადაყენებულმა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კორნეტმა მოაწყო. ამ დროისათვის ლუგანსკის ადმინისტრაციულ შენობებს მისი მომხრეები აკონტროლებენ. პლოტნიცკის გაქცევის შესახებ ინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა, თუმცა არცერთხელ არ დადასტურდა.