თურქეთში დაკავების ორდერი 100-მდე ექიმსა და იურისტზე გაიცა. ამის შესახებ სააგენტო "ანადოლუ" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 78 ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, დანარჩენების დასაკავებლად კი ანტალიაში სპეცოპერაცია ტარდება. ექიმებსა და იურისტებს ფეთულა გიულენთან კავშირში ადანაშაულებენ.