ავღანეთში ამერიკულ ავიაიერიშს ნარკომოვაჭრეები ემსხვერპლნენ. ამის შესახებ სააგენტო სინხუა იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ავიადარტყმები გილმენდის პროვინციაში თალიბანის კუთვნილ ჰეროინის ლაბორატორიაზე განხორციელდა. ავიაიერიშის შედეგად 44 ნარკომოვაჭრე დაიღუპა.