ერაყში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ტუზ-ხურმატუში მომხდარ აფეთქებას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 80-მდე კი დაშავდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 20-მდე გარდაცვლილის შესახებ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას აუღია.