ჩეჩნეთში ტერორიზმი დამარცხებულია. ამის შესახებ რესპუბლიკის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა სააგენტო „ინტერფაქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს ნებისმიერი ტერორისტული საფრთხის აღკვეთა შეუძლიათ, რადგანაც ტერორიზმისთვის ჩეჩნეთში სოციალური ბაზა აღარ არსებობს. ჩეჩნეთი ერთადერთი რეგიონია მსოფლიოში, სადაც ტერორიზმი მთლიანად დამარცხებულია,“-აღნიშნა კადიროვმა.