საფრანგეთის ყოფილი პრემიერი და პრეზიდენტობის კანდიდატი ფრანსუა ფიიონი პოლიტიკიდან წასვლას აპირებს. პოლიტიკური კარიერის დასრულების შესახებ ფიიონმა მის მიერ 2002 წელს დაარსებული პოლიტიკური კლუბის "რესპუბლიკური ძალა" წევრების წინაშე განაცხადა.
ფიიონი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა მეუღლის ირგვლივ აგორებულმა სკანდალმა მისი რეიტინგი მნიშვნელოვნად დასცა. როგორც გაირკვა, მას ცოლი თავის აპარატში თანამშრომლად ჰყავდა გაფორმებული და სოლიდურ გასამრჯელოს უხდიდა.