პარიზში ფონტებლოს სააუქციონო სახლში ოქროს დაფნის ფოთლი გაიყიდა, რომელიც თავის დროზე ნაპოლეონ ბონაპარტის გვირგვინს ამშვენებდა. დეკორატიულ ელემენტში ანონიმმმა კოლექციონერმა 735 ათასი დოლარი გადაიხადა. თანხა ლოტის საწყის ფასს 5-ჯერ აღემატება. ოქროს დაფნის ფოთოლთან ერთად აუქციონზე საფრანგეთის ყოფილი იმპერატორის კუთვნილი კიდევ 400-მდე ნივთი გამოიტანეს.