არგენტინაში გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის სამძებრო ოპერაცია გრძელდება. მაშველევმა გაუშიფრავი ხმები რამდენჯერმე დააფიქსირეს, თუმცა ის სავარაუდოდ „სან ხუანს“ არ ეკუთვნოდა. სუბმარინი რადარებიდან 15 ნოემბერს გაუჩინარდა. მის ბორტზე ეკიპაჟის 44 წევრი იმყოფება. ხომალდს 6 დღის ჟანგბადის მარაგი აქვს დარჩენილი.