გერმანიაში სამი პარტიისგან მმართველი კოალიციის შექმნის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამ საკითხზე ორთვიანი მოლაპარაკებები ბერლინში უშედეგოდ დასრულდა. თავისუფალი დემოკრატებმა და მწვანეთა პარტიამ კოალიციაში გაერთიანებაზე უარი განაცხადეს. ექსპერტთა შეფასებით, კრიზისიდან გამოსვლის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე გერმანიაში შექმნილი მდგომარეობა ევროკავშირში მერკელის იმიჯს ასაუსტებს. გერმანიის კონსტიტუცია მმართველი კოალიციის შექმნის ვადას არ ზღუდავს. ამიტომ, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მერკელმა კოალიციის შექმნაზე მოალაპარაკებები თავისუფალი დემოკრატებთან ხელახლა გამართოს.