მოსკოვის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე 6-მა მსჯავრდებულმა, რომლებიც ხულიგნობის ბრალდებით იყვნენ დაკავებულები, ვენები გადაიჭრეს.
ადგილობრივ მედიას ადვოკატმა განუცხადა, რომ 6-ვე დაკავებული ჩეჩნია და ისინი 2015 წლიდან საპატიმროში იმყოფებიან. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ბრალდებულებს ნერვებმა უმტყუნათ.
სასამართლოში ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.