კიევში სპეცრაზმმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტი თამაზ შავშიშვილი და მისი 2 მეგობარი გაიტაცეს. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის გვერდზე წერს.
მისივე თქმით, შაშვიაშვილსა და მის მეგობრებს თავზე ტომრები ჩამოაცვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მომხდარში სააკაშვილი პოროშენკოს ადანაშაულებს.