„კატალონიის პრეზიდენტი ვარ და აღარ ვიქნები ორ შემთხვევაში - თუ დავმარცხდები არჩევნებში, ან თუ გარდავიცვლები – ამის შესახებ კატალონიის ყოფილმა ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა ბრიუსელში განაცხადა.
მისი ადვოკატის ინფორმაციით, კატალონიის ყოფილი ლიდერი სასამართლოში დღეს გამოცხადდება. პროცესი ბრიუსელში გაიმართება.
გამომძიებელმა-მოსამართლემ ესპანეთის მიერ გაცემულ დაკავების ორდერზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
ბელგიიდან ესპანეთში ექსტრადიციის შემთხვევაში კარლეს პუჩდემონს პატიმრობა ემუქრება.
პუიჩდემონი აცხადებს, რომ ესპანეთის ხელისუფლების უსამართლო გადაწყვეტილების წინააღმდეგ იბრძოლებს.