იმ შემთხვევაში, თუ რუს სპორტსმენებს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლებას არ მისცემენ, რუსულმა ტელეარხებმა შესაძლოა თამაშების ტრანსლაციაზე უარი თქვან. ამის შესახებ გამოცემა „ვედომოსტი“ იტყობინება. „პირველი არხისა“ და „როსია ერთის“ ხელმძღვანელობის განცხადებით, თამაშებზე რუსი სპორტსმენების არყოფნა ტრანსლაციების ყურების მსურველთა რაოდენობას შეამცირებს, რაც სარეკლამო შემოსავლებზეც აისახება. რუს სპორტსმენებს თამაშებში მონაწილეობა შესაძლოა დოპინგთან დაკავშირებული სკანდალის გამო აუკრძალონ.