სამხრეთ ფლორიდის საზღვართან American Airlines -ის თვითმფრინავს ფრინველი შეეჯახა.
ABC news-ის ინფორმაციით, თვითმფრინავმა, რომელიც მექსიკიდან მოფრინავდა, მაიამის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოდ დაჯდომა მოახერხა.
მედიასაშუალების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
American Airlines-ის ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადებით, მსგავსი არაფერი უნახავს, მიუხედავად იმისა , რომ ფრინველები თვითმფრინავს ხშირად ეჯახებიან.
“ჩვენ ხშირად ვუმკლავდებით ფრინველებთან შეჯახებას, მაგრამ ასეთი რამ არასდროს მინახავს“, - განაცხადა კომპანიის თანამშრომელმა, რომელმაც ანონიმურად ისურვა დარჩენა.
თვითმფრინავის დაშვების შემდეგ მკვდარი ფრინველი ცხოველთა სამსახურმა გადაიყვანა, დაზიანებული თვითმფრინავს კი შეკეთება ესაჭიროება, ამიტომაც ის მომავალი ფრენებისთვის სხვა თვითმფრინავით ჩაანაცვლეს.
აშშ-ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის მონაცემებით, 1990 -2015 წლებში თვითმფრინავის ფრინველებთან შეჯახების 160 000 შემთხვევა დაფიქსირდა.