კანადამ შესაძლოა სამედიცინო მიზნით ჰეროინის მოხმარება დაუშვას. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ჟინეტ პეტიპმა განაცხადა. მისივე თქმით, სამინისტრო სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს. ახალი რეგულაცია ხელს შეუწყობს იმ ნარკოდამოკიდებულთა სიკვდილიანობის შემცირებას, რომლებიც უხარისხო ნარკოტიკებს მოიხმარენ, თუმცა როგორც ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს ჰეროინის სრული დეკრიმინალიზაცია არ იგეგმება.