„ჰიუმან რაითს ვოტჩი“ ჩინეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ჰოლოსექსუალთა კონვერსიონული თერაპიით მკურნალობა აკრძალოს. ორგანიზაციის დასკვნაში ნათქვამია, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პირების მიმართ ელექტროშოკის გამოყენების შემთხვევები ჩინეთში დღემდე ფიქსირდება. ჰომოსექსუალიზმი ფსიქიატრიული დაავადებების ნუსხიდან ჩინეთში 15 წლის წინ ამოიღეს, თუმცა როგორც უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, კონვერსიონული თერაპიის მეთოდის გამოყენებაზე ჩინურ კლინიკებს უარი არ უთქვამთ.