ლიბანის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც 4 ნოემბერს გადადგომის შესახებ განაცხადა, უახლოეს დღეებში საფრანგეთში ჩავა. ამის შესახებ სააგენტო როიტერი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, საად ჰარირი ოჯახთან ერთად პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიწვია. ჰარირიმ საუდის არაბეთში სამუშაო ვიზიტის დროს მოულოდნელად გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერმა განაცხადა, რომ მისი მკვლელობა იგეგმებოდა და ირანს არაბულ რეგიონში დესტაბილიზაციაში დასდო ბრალი.