თურქეთში ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასტან კავშირში ეჭვმიტანილი 108 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა უმრავლესობა ყოფილი პოლიციელია. რეიდები ერთდროულად ქვეყნის 30-მდე პროვინციაში ჩატარდა. მასობრივი დაკავებები თურქეთში 2016 წლის ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაიწყო.