სააკაშვილის ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს უკრაინის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
„ქართული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს თამაზ შავშიშვილს, რომელიც ჩემი საქმიანობის გასაშუქებლად უკრაინაში იყო მივლენილი, ბინადრობის უფლება გააუქმეს. შავშიშვილმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია, ვინაიდან ”ქვეყნის უსაფრთხოებას” ემუქრება“, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის შესაბამისი გადაწყვეტილების ამსახველი დოკუმენტის ფოტოსურათიც გაავრცელა.