ტერაქტების სერია ნიგერიაში. აფეთქებების შედეგად ქალაქ მაიდუგურში14 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. სამართალდამცველების თქმით, ტერაქტები ქალაქის სხვადასხვა ნაწილში თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყეს. თავდამსხმელებს შორის ორი ქალიიყო. მომხდარზე ამ დრომდე პასუხისმგებლობა არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას აუღია.