ბრიუსელში ერთ-ერთი იუმორისტის მხარდამჭერი აქცია პოლიციციასთან შეტაკებასა და არეულობაში გადაიზარდა. მიტინგი არასანქცირებული იყო. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ იუმორისტს კლიპისთვის კადრების გადაღების უფლება არ მისცა. ძალოვნების ამ ქედებას დემონსტრანტების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. აგრესიულად განწყობილი მანიფესტანტები პოლიციის სამმართველოსთან მივიდნენ და შენობას ქვები დაუშინეს, მომიტინგეემა სამართალდამცველების ავტომობილებიც დააზიანეს. ვითარების განსამუხტად ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი გაიგზავნა. მომხდარის გამო მუშაობა შეწყვიტა ქალაქის რამდენიმე მეტროსადგურმა. პოლიციამ აქციის 16 მონაწილე დააკავა.